შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სისავსიანი

უსივრცო ქარი ბავშვებს არკალებს
ზღვაში იძირება ჯვარი უმანკო
მეც თან მივყვები ნაქაოსარებს
და ჯვარმა ჩემმა ჯვარზე გამაკრო

ორი ქარტეხილი გაგრას გაეყარა
ღამის გამრეკლად კი იდგა ვით მამაო
დილა ზამბახების როცა დაიღვარა
მიდის საზღვრებს იქით შორი ტაო

ოკეანეა ცივი მძივების
მიუწვდომელი სატელიტების
და ბრძოლა ჯვართან ბნელი ტალღებით
მათ მიეტევათ თანანადებნით

დასველდა შობას ცრემლით ბოსელი
სველი ედემი ქვიშაშიც ხვნეშის
ადამმა იცვა შესამოსელი
და მიწა ახლა მარადჟამ კვნესის


მე ვიძირები როგორც ის ჯვარი
ბავშვის ნეკნისგან მოცილებული
მივდივარ არსად მაგრამ რა ნაზად
გული მაქვს მარად გაციებული
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →