ჩანაწერი
Laravel
მესია მესამედ
მოდის მესიად მაისი სველი
და ქართა ველი რთველად ირთვება
ეს წამწამწები ვით ნაწნავები
ლოდინს დაისად დაეზვირთება
ხმები ქართული ქარგად დართული
გადამართული კავკასიონზე
ათაღებული და აღმართული
ვდგავარ მამა შორს გალაკტიონზე
აამიმოზე ტყე ფრიად ბნელი
ფრთა დიად ბგერად გადაფითრდება
თენდება ზღვები ბნელი უბნები
და საფლავები საბნად რიგდება
მოდის მაისად მესია ზეცის
ნაქაოსარ წამს ედემი შთანთქავს
თენდება სველი დღეები ზღვების
და ბედი რთული ქართულად გვნათლავს
და ქართა ველი რთველად ირთვება
ეს წამწამწები ვით ნაწნავები
ლოდინს დაისად დაეზვირთება
ხმები ქართული ქარგად დართული
გადამართული კავკასიონზე
ათაღებული და აღმართული
ვდგავარ მამა შორს გალაკტიონზე
აამიმოზე ტყე ფრიად ბნელი
ფრთა დიად ბგერად გადაფითრდება
თენდება ზღვები ბნელი უბნები
და საფლავები საბნად რიგდება
მოდის მაისად მესია ზეცის
ნაქაოსარ წამს ედემი შთანთქავს
თენდება სველი დღეები ზღვების
და ბედი რთული ქართულად გვნათლავს
Laravel
კომენტარი
0