შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ცისფერ იები

სივრცეობს წყნარი ცის ალიერი
ნარნარი ქარი ხატს ესახება
დაფნაროვანი სიცარიელე
მე იქ თან სიზმრით მომესალმება

ნაქაოსარი კრთება ზღაპრები
მონაზღვავები ფიქრები ქარობს
მკრთალხმიანი წვით იასამნები
რომ სამუდამოდ ამგლოვიაროს

ის დღის ალია და მზის კრებული
შორს მანდ სისხლის ტბა აწევს ნაპირებს
ცა მაღალია გაცისკრებული
და ჩრდილების მწველ სახით მაკივლებს

ცისფერ იებით ატირებული
ჩემი სიცოცხლის უმანკო წამი
სადაა ბედის დაპირებული
გრძნობა ედემის ჩვილთა ზღაპარი

და დაწყვეტილი ალიონები
როგორც დაწყევლა ღამეს მიეღოს
ზამბახოვანი ემბრიონები
ზღვამ ჩემთან ცვრებით გამოიმეტოს

ვით ციურებით ჟამია წყების
ამ ვარსკვლავების ფიქრებად ცვენა
ისევ ქარები იავნანების
რომ ჩამესმოდა ყოველთვის მჯერა

იასამნებად მზის ალიერი
მაღალ ბაღებად დამესახება
ნარანაროვანი სიცარიელე
არც სამოთხეში დამეკარგება
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →