ჩანაწერი
Laravel
ამბოხებაა აზამბახების
მზე ფრთას ციურებით როგორც გარიჟრაჟი
ზეცას ედინებით მძიმე შროშანებით
მე დღეს დაგნიახეთ ხატად მარიამი
ფრთხილი ფირუზების ქარით მოგაგენით
კვირტები წვეთავს და მძივები წვიმს
ეგებ მეღირსოს გზა სიზმრიანი
გარდასახება ყველა ოცნების
იქ ლილიობდეს ვით მარიამი
და ვიქცე ხატად ქარით მოსული
ვით ორეული ზამბახიანი
ზღვის პანთეონი ამაღლებული
ვარსკვლავიან ცის ხმა მარიამი
სჩანს საფლავები გარინდებული
იქ მათ ორ შორის ყვავილებია
სხვა ფიქრებია დავიწყებული
და სიყვარულის ღრმა სიზმრებია
მზე ფრთას ციურებით როგორც განთიადი
ზეცას ვევედრები ვინმემ მომაგენით
მე დღეს დაგინახეთ ღამე მარიამი
ვით ზღვა სხივიანი ნელი შროშანებით
დილა სამოთხიდან როგორც მარიამი
ვინც მზის სახებიდან ქარებს აქანავებს
ვერცხლის ხაზებიდან ისევ ქარიანი
სივრცე შროშანების ხატებს აზამბახებს
ზეცას ედინებით მძიმე შროშანებით
მე დღეს დაგნიახეთ ხატად მარიამი
ფრთხილი ფირუზების ქარით მოგაგენით
კვირტები წვეთავს და მძივები წვიმს
ეგებ მეღირსოს გზა სიზმრიანი
გარდასახება ყველა ოცნების
იქ ლილიობდეს ვით მარიამი
და ვიქცე ხატად ქარით მოსული
ვით ორეული ზამბახიანი
ზღვის პანთეონი ამაღლებული
ვარსკვლავიან ცის ხმა მარიამი
სჩანს საფლავები გარინდებული
იქ მათ ორ შორის ყვავილებია
სხვა ფიქრებია დავიწყებული
და სიყვარულის ღრმა სიზმრებია
მზე ფრთას ციურებით როგორც განთიადი
ზეცას ვევედრები ვინმემ მომაგენით
მე დღეს დაგინახეთ ღამე მარიამი
ვით ზღვა სხივიანი ნელი შროშანებით
დილა სამოთხიდან როგორც მარიამი
ვინც მზის სახებიდან ქარებს აქანავებს
ვერცხლის ხაზებიდან ისევ ქარიანი
სივრცე შროშანების ხატებს აზამბახებს
Laravel
კომენტარი
0