შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

არყოფილი

ვერ შევძლებ ვიხილო მზე ასე თბილი რადგან იგია მნათობი სულთა ყოველ სიცოცხლის დამბადებელი და მადლით მშობი ვარსკვლავურ გმირთა
მე მხოლოდ მძალმიცს შევიგრძნო ფერი
ფერი მზის სხივთა გარდმომავალი ჯერ არყოფილი ფოთლები მწველი და ნაწვიმარი ნაავადარი. ასე თითქოს მგრძნებარებით გავიგონე ცის ნამღერი
სწორედ მაშინ გამახსენდა ჩემი ფიქრი განუყრელი ფიქრი ზუსტი სუსტი ნელი
როგორც თოვლი გასადნობი ხეებს ამოფარებული ჩემი სევდა დამდაგველი. ახლა შემოიჭრა უსასრულო ყოფის ფესვი ააშენა ნატვრთა ფერის საფეხური, გრიგალთ ბრბოლა იწყებს კვნესას გამიფანტა აზრი ბნელი თითქოს უფსკრულს არ ვუნდოდე მე საწყალი მოსავლელი
გახუნებულ მორალისფრად შეღებილი ერის სენი ასეთია მძინარება ამ ლექსისფერ მტრედი ვმღერი მოოქროვილ მწუხარება თავბრუს ახვევს არყის ხეებს და მაკურთხეს როგორც მამა ზურმუხტისებრ ფრენებისკენ.ცად ამყვანი სიმთვრალენი მხოლოდ რჩეულთ ესიზმრებათ ხოლო მე კი სიზმარი ვარ თვალს რომ ვხუჭავ მეტირება. ცათგან ისევ ის სინათლე ამ სტროფების ამრეკვლელი უფსკრულს ტანით მიყრდნობილი მე მანათებს სამმშობელი იგი არსჩანს პანაშვიდის ყვავილთ მომასწავებელი თითქოს თეთრი სიკაშკაშით ამითრთოლა თვალთა ხაზი მომეფერა მზეურ ტრფობით გამოსტყორცნა გზები ნელი და შეეხო მწუხარებას ნაზი ხელით მკვდომი მრევლი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →