შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ტყემლის ხეები

ტყემლის ხეების აქაფდა ტომი
აქარდა ქარის ხატად იები
სხივში აიმღვრა ბედის კანონი
ვით გადაღლილი სიდონიები

ფასკუნჯებს ფითრი როგორ ეშალა
სიზმარს უწონოს ამუნჯებს ფიქრი
ტყემლის ხეები გადამეფარა
ფიქრის ფურცლებით დაბნელდა წიგნი

ტყემლის ხეებით ააკანკალებს
დილისიერი სულებს დასერილს
ყველა ზმანების თოვლიან კარებს
მზე აარკალებს სხივად დაფენილს

ქარიანია დარები ცეკვის
თან დალალები სამკაულობენ
მონაცისკრული ფიფქიან ტყემლის
ბოლს აბროლებენ გაზაფხულობენ

ამ ერთი სიზმრის ფასია კონა
ამ ცების გზათა ბედის დაფრქვევა
აქ სივრცეები გადამიწონა
ტყემლის ხეების იყო მოწყენა

თეთრი თითების ატიტებაა
რა დიდებაა ტყემლის ტყეების
დღეებით ცვენის გარინდებაა
ცა ბინდდება შორს ცივ მხარეების

ზის ბაგეების მტკბობი სურნელი
თბილ ყვავილებზე ხეთქილ ნექტრებად
გამოვედრებად დილის მწყურველი
ვინც ღამეებმა სისხლის წვეთებად

სწყვიტეს დაღადრეს მოჰკლეს დაღალეს
ყველა იმედის სწორი ხატება
ჩემში აქ მხოლოდ მიმომიფანტეს
ბედით უფსკრულის გამონათება
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →