შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ალიონი

მე მელანდება ცხელი სამოთხე
სველ კიდეების ზღვაში ლალება
მზის დაბადება შენ მიგალობე
და სიყვარული არ გენანება

სიზმარო სუნთქვა მივეცი ქარებს
ხეები თვლებით მაქანდაკებენ
მე არარსებულს მოველღვი შენთან
და გახარებით მომაქანებენ

მზის დაბადება ჩემში აღსრულდა
ძვლებად ქცეული ალიონების
ცრემლის მრავლობა ტუჩთან ჩაცურდა
როგორც ხატებზე სვლა მირონების

სიზმარო თითებს სხივებად ეკრთი
ვსრულდი ვსრულდი და ისევ დავბრუნდი
ცისკენ აფეთქდი სიზმრის ქალღმერთი
და სამოთხისფრად მევლინებოდი

ასეთად მერთვი მთვრალი სამოთხის
ალიონებით დამძიმებული
ვგავართ ყვავილებს უწონადობის
და ვქრებით სხივით გაფითრებული

ირწევა თმები და კიდურები
თითები შენი სახეს მითეთრებს
თვით კვდომისათვის განწირულები
სიცოცხლეები ჩვენთვის იფეთქებს

შიმშილი დამსდევს არარსებულის
ვით ანგელოზი ახალშობილებს
კრუნჩხვით იშლება ტყეთა კრებულის
რაც სიმარტოვეს ყველგან მიტოვებს

მოგველანდება ალიონები
განთიადებით ორსახოვანი
თან ანგელოზი თან დემონები
და გელოდები მე სხივოსანი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →