შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მკისთვესთან ქრისტეა

ღვთის ძეო ცაო იესო ქრისტე
ტრაგედიაა დასამკრძალველი
ოცნება ჩემი სავსებით მკისთვე
უკიდეობით განუსაზღვრელი

ამაღამდელი ნისლეული ზღვა
საიდუმლოსთან ჩქეფს და ქვითინებს
ჩემს ბნელ უბნებთან დასუროება
აღსარებებით მათავისუფლებს

აღსარებებით მათავისუფლებს
ჯვრით მონუგეშე სისხლი ცისფერი
და ჩაეღვრება სიზმარს უვნებელს
მზით ავლებული ალის სივრცელე

და მაინც ვიცი სხივებს სილაში
ვითევ სიტყვაში გაცოცხლებული
სულის ოცნებით მკრთალ ნასიზმარში
ბნელი ტყე იწვა აყვავებული

და მაინც ვიცი სხივებს ქვიშაში
რა აელვარებს ცისგან დანაშუქს
სამგლოვიარე ქვესკნელისაგან
ცივ იებად თვალს მუქად დანამულს

რად მოვიარე რა ცა რა მიწა
შემქმნელისაგან უხვად ფენილი
თანავარსკვლავედს სული დაეცა
განთიადიდან გადაფრენილი

და არის საით ზღვა სინანული
ოცნება წყევლად არ დამისრულდა
ვერსად ვიგრძენი სხვა სიხარული
სულს ბეთჰოვენი ყოველგან სურდა

გარდაისახა უკანასკნელი
ჩემი ცხოვრების მემატიანე
ცხელი ტყვიებით უკვდავმყოფელი
მან ჩამინაცვლა დარდით სიამე

მოვიფენ ხატებს ორქიდეებთან
ვხედავ სამოთხის ზღვაში ველია
მძაღე წყლულებით შურის ხეებთან
ჩრდილით სიავე უმალველია


ღვთის სიტყვავ ცაო იესო ქრისტე
ლილიებით ჯვარს ეელვებოდი
ოცნებას ჩემი სიზმარეთისკენ
აღდგომის ხატად ევლინებოდი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →