შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

კრავი

რბენით ყვითელ დღეების კლება აირეკლება
მშია წუთზე წამების თრობის დრო ამერია
ჩემთვის საოცრებაში ცრემლი დაილექება
და ჩოქებით კრთომაში თეთრი იღუმენია
ნავით მიამორევებს ზღვაში არყოფილების
უსაზღვროობისაკენ ქნევა ფრთათა სახვაში
კრავი სივრცედ ოცნებებს გაშლის განაპირების
ჩუმს და აბობოქრებულს ზღვებით გამონაქარში.
ფრანი ამ სიყმაწვილის ვიცი დანაოჭდება
კრავი მომელანდება უხმო და ნაღვლიანი
ცისკენ გზა უკუნეთი ძვლებში ცივი ჟრჟოლება
წყალი მომეფარება სიზმრით იქ ბაღიანი.
იყო უხვად რძიანი იქ ავსება სულების
ფერმიხდილ იქ ხეებზე უფრო ვარ ფითრიანი
მაგრამ ქარმა დამღალა მე და ქერუბიმების
კრავი ნაცრისფერებით მხვევდა სანდომიანი
სხივით
გარემოცვები მძივად შემომეფერვის.
რისთვის მელოდებოდა გემი შთაგონებების
საითკენ მივდიოდი რომ სამოთხე მენახა
აზიდულ კიდეებთან ხროვა ყვავილობების
ფარდა დაირწია და როლი გამომესახა.
კრავთა იდგა ჯგუფები და წვიმის სურნელება
მოდიოდა სახებად თვით სიკვდილი ჟამების
სიზმრით გამოცხადებით მიწაც კი იძვრებოდა
ვით უკუნეთს თაღებით აშუქებდნენ ბეწვით
რადგან სიკვდილს სიცოცხლე ნებით გადავეცით
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →