შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ლილია

ლილიაა ფრთა გაშლილი ლაღი
ლილიაა მთა უსივრცო კიდე
საოცრების შორეული თაღი
თვით ედემის სასახლისგან კიბე
სულიერი უსულოზე მჭკნარი
რით გგჯობია ცა ორივეს გათოვთ
უარყოფის ყვავილები წყნარი
ღრმა სივრცეებს თქვენ ქვითინით ათრობთ.
მდინარეში ფითრიანი მთვარე
სერავს ზღაპრებს და არსაით მზეა
მძინარე შლი ცივ და ხლეჩილ ბაგეს
უდროობა როცა ზენიტზეა.
ლილიაა სხვა გაშლილი ბაღი
ლილიაა უხვ ფოთლების რიდე
უამრავი სახე განვლილია
და ლილია ყვავილია მყიფე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →