შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ქანაანი

მე მივსდევ ქუჩებს განმეორებით
და აღარვიცი ტყე საით მიხმობს
რომ ვუსმენ დღეებს ცისკენ ოცნების
თითქოს სიცოცხლეს ზღაპრისგან ვითხოვ
დანაოჭები იელვებს ხეებს
აღარ მამშვიდებს ჩემი მოწყენა
ფარაონები მშვენებას ვერ ვნებს
და მოხდენილ თვის გარდამოფენა
ქანდაკებები ხორცით შესხმული
ცის უკუნეთში მზეებს ანთებენ
გაფართოებით მოდის ვერხვული
რასაც კვდომისას ზღვები აქებენ
ვარსკვლავი დნება ისევ დროების
წინ მომავალში ჩონჩხი მელოდა
ცას კვალი ნება როგორც ბროლების
ფრთის მოქნევაში მარცხი მღეროდა.
ხატოო წმინდა მონაფერები
კვლავ კი გემჩნევა ქანაანიდან
სათნოობიდან შენავედრები
მკლავს და მეჩვენა მწამს არარიდან.
ჩემი სხეული ტაძრებს მიიდნობს
ირეკლავს შუქი მათგან ფრქვეული
ის უდღეური ბარძემს მიითვლემს
და სული ვარდთან დგას კურთხეული.
რას გევედრები მცხრალი ედემით
მოვექარები ზღვისგან გაჭრილი
რისთვის ვტიროდე მნათ იმედებით
რომ დაპირება გამინაპირე.
მე ეს ლოცვები როგორ მშვენებით
ვწერე აშლილ და მღვრიე ენებად
რომ ვარ შეშლილი ლექსთა მდევრებით
და მოვაჭენებ შუქებს ველებად
მოვდივარ ბგერა სამ ხმოვანებით
და მიწას დავწვავ მე ცის ფერებით
ვრწყავ სიზმრებისგან რწევას არ ნახულს
და გაბრწყინებას ვივსებ წყენებით
ჩემს საიდუმლოს სხვისგან დაფარულს
ჩემს საიდუმლოს ვერ გავექცევი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →