შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

უარყოფილი ყვავილები

წუთიერება იქ ყვითელ წვდომის
დაეღვინთება სიზმარს გადახრილს
უმანკოებით და მოთმინებით
ვით ასულები მზეთა გარდაცვლით
ნეტარო იწვის სვლა არსაიდის
მე კი საით მღვრის ზღვათა ჭენება
ასე ცოცხალი რისთვის ვარ ღამეს
როგორც მოძღვარი ფარისეველთა
აქ არსაიდი დნება პეპლდება
და ვით მფარველი მღვრიე ფერებით
რომ მძაღე ვნება გადაფერფლდება
შენით სახების მშვენიერებით
და მე ისევე გამასვენებენ
მოალერსე ძვრით სავსე გრძნობები
თვით სამარესთან რომ მიმაცივებს
ის ანგელოზი ჯვრით დამხობილი.
ვინატრო სუნთქვა სამარადჟამო
წყლად მომდინარე სიზმრის წყალობით
ვაპკურო ფეთქვა ხატს არსაიდის
გადავეფარო ვნამო დავღალო.
გალობით არსად არა სჩანს სული
სადაა ძე მზის ჩემი მნათობი
და ქმნილებათა რომ აღსასრულის
უკანასკნელი მელის სამყოფი.
როგორც ხავერდი გარდამავალი
აქ სიმწიფეა ყვითელი ფერის
ჩემს მწუხარებს მე იქ ვმალავდი
და აღტკინებას შორ ქრიზანთემის.
აკანკალდება მარადიული
და გაყინული ველი გაშლილი
რომ არსაიდი ჩემი დადნება
და მენანება ზღვები განვლილი.
თენდება რწევით დღე ავხორცული
მე აქ ჩვილი ვარ ყინვის ეული
ნუ სცქერთ სიყრმით და მწიფე ტკობებით
როგორ უსხივო ფრთათა შესხმული
რომ არსაიდი გრეხილ ყვავილთა
გიფენთ ზენიტებს ღვთიურ დინების
მან კი ოცნება თქვენი დაფლითა
ნუ მიეყრდნობით ცისფერს დიდების
ოჰ მხოლოდ ასეთ ყოფნას ავიტან
უიმედობით გამოღვიძების
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →