შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ფერიული

თუ იგი მე ვით საფლავს მამშვენებს
მე არ მეგონა ასე სად ხდება
რომ მინიშნებით მკვდარსაც აღელვებს
ეგ ფერიული უსახოება

როგორც სათნო ფრთას მზით ვარდს მივყავდი
რაღაც უცხო დროს სადღაც ქარებთან
გზასაც ეწოდოს ქანდაკებებთა
ხილვა დიადის განცდა ზღაპრებთან

ოჰ უშენობის დღე არ განთედეს არც მდუმარებით ზრდა განთიადთა სად უტირია მზეს შენ გარეშე ზე სხივით სხვაობ ადამიანთა.

ზღვა ასე გნახე მარტომყოფელი იდინა ვარდმა
შემოგებების ავადმყოფელი ადიდა სული
ვით მარილიან ციურ ცრემლების

დღეს აღარ ვიცი ჩემი სახელი შენთან მდინარე გამიკაფია დაღვენთილ ედემს დამღლელი ოხვრით ვედრებიანი დილა მათია.

ეჰ ნერვიული უმანკოება დრომ მცირე წლებით
კვლავაც მაშორა მაგრამ დღეს მხოლოდ ერთმა ნიავმა მზის შემახვედრა ფერი ავრორა.

და იწყო დილა ლიანდაგებით მძიმე კვნესები
ღვარა მთაწმინდამ მე კი ძვლებიდან ვით ზმანებიდან შენი მოძებნა ცოცხლად მომინდა

როგორც სასანთლე იდებს ნაყოფებს ისევე მწიფე გქონდა თვალები და ხშირი ხმები ისმოდა ირგვლივ გრძნობა ზეცით გზის შენაკადები

წვრილდება ძაფი შენი ღერების ოხ თმების შენი იანგარების სწყურია მათაც შენზე სიმაღლე ვით ბნელ ციალებს აღაფრთოვანებს.

ბრწყინდება სწრაფი მშვენიერების ლანდეული ცა ვაზთა მდინარეც და მარადისით მწუხრით არა დღისით ტალღლულებიან ღმერთთა სიამეს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →