შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

გულის ნაამბობი

გ3201711341 8 წლის წინ
ვიღაც მეძახის ჰაერი მინდა ჰაერი მინდა,
სუნთქვა გაჩერდა უშენობით სუნთქვა გაჩერდა.
ვეღარ შევხედე თვალიდან უკვე წვიმდა და წვიმდა,
გარშემო უკვე ყველაფერი სულ მთლად გათეთრდა.

გათეთრდა თითქოს ფიფქებია სტუმრად მოსული,
ისე მოსული წასვლას მგონი აღარ აპირებს.
აღარ აპირებს ვინ გაუშვებს როგორც ორსული,
ქმრისგან წასვლას და გაქცევას ვერ დააპირებს.

ვიღაც მეძახის ჰაერი მინდა ჰაერი მინდა,
თვალი არ მქონდა ყური დავუგდე გული ყოფილა.
და მერე მივხვდი ეს ამად ღირდა ეს ამად ღირდა,
გულზე მოსმენით აზრი უკვე მისით მოვიდა.

მოვიდა მაგრამ ენატრები სუყველას ერთად,
აღარ ჩამოვთვლი რომელიმე რომ არ გამომრჩეს.
ამ მონატრებით სიყვარული იზრდება ბევრად,
ფრთხილად იყავი ამ სიყვარულში მე არ ჩამომრჩე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →