ჩანაწერი
Laravel
ზამთარი მოდის
შარშან, შემოდგომის მიწურულს, სოფელში ყოფნის ბოლო დღე მქონდა...ამ დროს თითქმის ყველა წასულია და მხოლოდ ერთგული მოსახლეები რჩებიან იქ...სწორედ ერთ-ერთმა ერთგულმა მოსახლემ გამოიარა ჩემი სახლის წინ. მივესალმე, მომესალმა.
-როდის მიდიხარო ? - მკითხა.
-ხვალ,მეთქი...
ჩაეღიმა და გულისამაჩუყებელი სინანულით მითხრა : - ჩვენ რა ვქნათ, ისევ მარტუები(ფშაურად) რომ ვრჩებით, მკაცრი ზამთრის მოლოდინშიო...
ვერაფერი ვუთხარი, მხოლოდ გავუღიმე...
შემოდგომის მიწურულია, თეთრი ზამთარი მობრძანდება : სიცივით, ყინვებით, ფიფქებით...
ბევრს უყვარს და ბევრი ელოდება, ფანჯარაში ფინჯანი ჩაით ხელში შემომჯდარი. მეც ველოდები და ჩემი სოფელი მახსენდება...ნეტავ რა ხდება იქ ? ნეტავ მამიკო როგორ ელოდება სუსხიან ზამთარს ? შეშას მოიმარაგებდა უკვე. სურსათ-სანოვაგესაც გაამზადებდნენ ბებოები. ძროხების სადგომსაც ამოულესავდნენ ფარღალალა გვერდებს, საქონელს რომარ შეუცივდეთ. მარხილსაც გაამაგრებდნენ დიდთოვლობისას მინდვრებიდან თივის ჩამოსატანად...
-ზამთარი მოდის, თხილ-კაკალი ხომ ააგროვეო ?! გადასძახებენ ერთმანეთს.
-ნიჩაბი მაქვს გამოსათლელი, თოვლს ვერაფრით გავკვალავო , -დაიწუწუნებს ვინმე...
მარტოები არიან, ერთმანეთის იმედად..
მთავარი მაინც იმედი და რწმენაა...
გამოიდარებს, უსათუოდ გამოიდარებს, დაელოდებიან, აბა მოთმინების უნარი რისთვის გვიბოძა ღმერთმა ?
ისევ მეღიმება, როგორც მაშინ, მეზობელთან საუბრისას...
მთაში თანადგომა და ურთიერთგატანა მნიშვნელოვანია ზამთარშიც და ზაფხულშიც.
თუმცა...
ზამთარი ხომ მკაცრი და სუსხიან-ყინვიანია !
ისევ მეღიმება...
11.09.2017

კომენტარი
0