ჩანაწერი
Laravel
გელა ოჩიაური
შიში რა იყო არ იცოდა
ტყვიებს ღიმილით შეეგება
სიკვდილს ყოველთვის დაცინოდა
მას ხომ სიკვდილი ვერ შეეხება
მტერს არ დაანება მამულ-წყალი
საქართველოს მკერდით დაეფარა
არ დატოვა სისხლით მაურწყავი
მიწას მისი სისხლიც დაეღვარა
მტერზე იერიში რომ მიჰქონდა
საბრძოლო ყიჟინას დაჰკიოდა
თუმცა ნატყვიარი ბევრი ჰქონდა
მაგრამ ჭრილობები არ ტკიოდა
ჯარს წინ მიუძღვოდა საიმედოდ
ხევსურს ტყვია ვერას დამაკლებსო
უკან გამომყევით რაინდებო
ნახეთ მტერი როგორ დავაკვნესო
ბოლოს, როცა სხეულს ეყრებოდა
დროშა არ გაუშვა ხელებიდან
ღმერთო... საქართველო ეღვრებოდა
ტყვიით დაფლეთილი ვენებიდან.
ტყვიებს ღიმილით შეეგება
სიკვდილს ყოველთვის დაცინოდა
მას ხომ სიკვდილი ვერ შეეხება
მტერს არ დაანება მამულ-წყალი
საქართველოს მკერდით დაეფარა
არ დატოვა სისხლით მაურწყავი
მიწას მისი სისხლიც დაეღვარა
მტერზე იერიში რომ მიჰქონდა
საბრძოლო ყიჟინას დაჰკიოდა
თუმცა ნატყვიარი ბევრი ჰქონდა
მაგრამ ჭრილობები არ ტკიოდა
ჯარს წინ მიუძღვოდა საიმედოდ
ხევსურს ტყვია ვერას დამაკლებსო
უკან გამომყევით რაინდებო
ნახეთ მტერი როგორ დავაკვნესო
ბოლოს, როცა სხეულს ეყრებოდა
დროშა არ გაუშვა ხელებიდან
ღმერთო... საქართველო ეღვრებოდა
ტყვიით დაფლეთილი ვენებიდან.
Laravel
კომენტარი
0