შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

კალამბურები

კ ა ლ ა მ ბ უ რ ე ბ ი

*
მზის და ვარდების მხარეში
მიდის ეკლების თარეში.

*
ათასი ფლიდი ამიტანია,
მაგრამ არც ერთი ამბისტანია.

*
სიკვდილზე ადრე სიცოცხლე მოგკლავს,
თუ არ ისწავლი სიკეთის ზოგვას.

*
ვინც არის წიგნის ჭია,
სუყველას რატომ შია?!

*
ზოგჯერ მგონია, თავისუფლება
არის ღმერთების მხოლოდ უფლება.

*
სჯობია, ასჯერ დაეცე,
ვიდრე პრობლემებს გაექცე.

*
ლექსის დაწერის წესია -
იოლად უკეთესია.

*
მოეფერე მეზობელს,
მზე იყოს თუ ბნელოდეს.

*
თუკი ქუჩაში იღვრება სისხლი,
ავლადიდებას რა თავში იხლი!

*
უსიყვარულოდ ცხოვრება
ყოფილა ამაოება...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →