შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ათასი ღამე

ათასი ღამე

ათასი ღამე გასულა,
ასი ამბავი შემემთხვა,
ათი ძლივს დამამახსოვრდა,
ერთი ღირს გასახსენებლად.
და, ჰა, როდესაც დავჯდები
თმაშევერცხლილი ღუმელთან,
ლურჯი ოცნების საზღვრები
შორს და შორს წავა... ღრუბლებთან...
ჩვენ შორის მეფე ცხოვრობდა - დამემოწმება მელანი.
მეფე არავის უყვარდა,
მეფეს ვუყვარდით ყველანი...
ვერცხლისმოყვარე ჯალაბი
ზეიმით სცემდა ნაღარას.
თუ მეფე 30 ღირს,
მაშ, ჩემი ფასი რაღაა?!
სიკვდილს რომ ჩავეხუტები,
მომაგონდება ზაფხული.
შემებრალება სამშობლო,
მეფესთან თანაჯვარცმული.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →