შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

არის აქ სადღაც ...

არის აქ სადღაც ზეცა,
უფრო ნათელი და სუფთა,
აქ მზეც სხვაგვარად ანათებს,
სიბნელის კვალი აქვს თუნდაც.

ნუ ჩივი გადამხმარ ტყეებს,
ნურც დამუნჯებულ მინდვრებს,
ოსტინ, აქ პატარა ტყეა
სიმწვანით გონებას გიბნევს.

აქ გახარებულ წალკოტს,
ყინვის არ ეტყობა კვალი
და ყვავილების ბაღი
ფუტკრის ბზუილზეც ჰყვავის.

იქნებ მოხვიდე კარგო,
ჩემს ბაღს შეავლო თვალი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →