შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ბიბილია

ბიბლია ჩემი ხიბლია
მე ვარ იმისი ნიბლია,
ვგალობ, სხვა რა შემიძლია
მით ვცოცხლობ, რაც რო მივლია.
ვიცი, ვინც სადაც ივლიან
ბოლოს ღვთის კარზე მივლიან.
სიცოცხლე მზეებრ ლივლივა
იქ გაწყდა, იქ მიილია.
ბიბლია ჩემი ხიბლია,
მე ვარ კი მისი ნიბლია.
ბნელი ნათელით იძლია,
ვგალობ სხვა რა შემიძლია.
სული სულია, ვინძლოა,
თუ სადმე ბრმად წაიძლია,-
მისთვისაც კი მიიცლიან,
ამორთმევ-ამოაცლიან.
ბიბლია ჩემი ხიბლია,
ის განა მარტო წინია?!
მით გავძელ რაც გამიძლია,
მით გავძელ რაც გამიძლია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →