შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ბათუმის ბაზარში

– ვაჰ რა ზორბაა, სად გეიზარდა,
ჭო, ეს ამხელა,
– ორმოცს ყაბულ ვარ, მოგეც და მორჩა...
დაგრეხილ რქებზე მარჯვედ მისწვდა
დევკაცი ხელად
და... ძლივს შეაგდო სასწორზე ყოჩი.
სევდით შეავლო მხარნაბდიანს
პირუტყვმა თვალი,
`ნეტავი შენა, კვლავ მთებში ახვალ...~
და ახალ პატრონს, ბედნავსიანს,
ბედზე გამწყრალი
ფეხებათრევით შინისკენ გაჰყვა.
გაჰყვა, როგორც გემს, ფულზე გაცვლილი
ერთ დროს გაყიდულ ქართველ კაცივით...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →