შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

აუშვით ...

აუშვით აფრები,
ასრულდა ოცნება,
გზა მოგვცეს ღრუბლებმა
მზის გულში ნავარდის.
აუშვით აფრები,
გაფრენის მოწმე ვარ,
ცის კერპებს დროებზე მეფობა წავართვით.
აუშვით აფრები,
მივენდოთ გრიგალებს,
დე, გული შეზაროს ანძების ზანზარმა...
მივდივარ,
მე უნდა შევასკდე იკაროსს
და თვალით ვიხილო სამყაროს გაბზარვა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →