შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ამ გაზაფხულზე

ამ გაზაფხულზე მე ვიქნები ამაყი ლედი
და ატმებს ისევ ვარდისფერი ეცმევათ კაბა.
ქარი ჩადგება... თავს როგორმე ავიყვან ხელში,
ერთი შეხედვით ყველაფერი რომ იყოს კარგად.
ბინას დავიდებ ყვავილებით მოქარგულ ველზე,
ისევ მოვყვები სიყვარულის ნაღვლიან ზღაპარს
და თეთრ ვარდებთან უსასრულოდ ვილოცებ შენზე,
ერთი შეხედვით ყველაფერი რომ იყოს კარგად.
მერე იები მონატრებით შემოვლენ გულში,
გამახსენდება ის დღეები, ალერსი, ზღვა და...
ისევ იწვიმებს, ისევ სველი იქნება ნუში
ჩვენ კი უბრალოდ ნაცნობებად დავრჩებით ალბათ.
ამ გაზაფხულზე, მე ვიქნები ამაყი ლედი
და ატმებს ისევ ვარდისფერი ეცმევათ კაბა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →