შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

უამინდობა მოდის ..

უამინდობა მოდის,
უიმედობა მოსდევს...
და ქარი თავის ზღაპარს
მთის ბილიკებზე ტოვებს:
ტოვებს და მოდის დარდი:
არა ღვინის და ვარდის,
არც მოსვლისა და წასვლის
არც განშორების ოდენ,
არამედ ჩემი ჯიშის
გადაგვარების შიში,
გადაშენების შიში
-იდუმალების მქონე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →