ჩანაწერი
Laravel
და როცა სიცოცხლე მიხარია ..
და როცა სიცოცხლე მიხარია...
მე ხომ ეს დრო მიყვარს ათასფერი
და დილა-რომელიც სისხამია.
მიზეზი?
-ისეთი არაფერი,
უბრალოდ სიცოცხლე მიხარია.
მე ეს ეზო მიყვარს ,სხვა კი არა,
სადაც ბავშვობისას დრო გაჩერდა,
შიშმა არყოფნისამ ჩამიარა
და მერე რატომღაც მომაჩერდა;
მაგრამ მე ხომ სადღაც გადავხიზნე
სულის ფორიაქი ძველისძველი,
ჩემი ქუჩა მიყვარს არამკითხე,
ყველაზე რომ იცის ყველაფერი;
მიყვარს წვიმის ყველა წვეულება-
სახლის სახურავზე გამართული.
მიყვარს იქ, სადღაც რომ მეგულება
ნატვრა-ფანჯრებიდან გაპარული.
მიყვარს გულწრფელობა უშარბათო,
დიდი ერთგულების გაკვეთილი,
მეგობარი მიყვარს უღალატო,
სულს რომ ვერ აუმღვრევს ქარტეხილი;
მიყვარს ბუნებრივი პროფილები,
ყველაგან ზედმეტი ვარ სხვა სცენაზე,
,,მივდივარ" -მე ვამბობ მორიდებით,
თუ არ საუბრობენ ჩემს ენაზე.
მიყვარს თვით სიკეთე უმიზეზო,
ახლა რომ არც ისე ადვილია,
და ვგრძნობ სიყვარულის ყველა სეზონს,
სადაც ყველაფერი ნამდვილია.
ავტორი/ ელისო ფიჩხაია/
მე ხომ ეს დრო მიყვარს ათასფერი
და დილა-რომელიც სისხამია.
მიზეზი?
-ისეთი არაფერი,
უბრალოდ სიცოცხლე მიხარია.
მე ეს ეზო მიყვარს ,სხვა კი არა,
სადაც ბავშვობისას დრო გაჩერდა,
შიშმა არყოფნისამ ჩამიარა
და მერე რატომღაც მომაჩერდა;
მაგრამ მე ხომ სადღაც გადავხიზნე
სულის ფორიაქი ძველისძველი,
ჩემი ქუჩა მიყვარს არამკითხე,
ყველაზე რომ იცის ყველაფერი;
მიყვარს წვიმის ყველა წვეულება-
სახლის სახურავზე გამართული.
მიყვარს იქ, სადღაც რომ მეგულება
ნატვრა-ფანჯრებიდან გაპარული.
მიყვარს გულწრფელობა უშარბათო,
დიდი ერთგულების გაკვეთილი,
მეგობარი მიყვარს უღალატო,
სულს რომ ვერ აუმღვრევს ქარტეხილი;
მიყვარს ბუნებრივი პროფილები,
ყველაგან ზედმეტი ვარ სხვა სცენაზე,
,,მივდივარ" -მე ვამბობ მორიდებით,
თუ არ საუბრობენ ჩემს ენაზე.
მიყვარს თვით სიკეთე უმიზეზო,
ახლა რომ არც ისე ადვილია,
და ვგრძნობ სიყვარულის ყველა სეზონს,
სადაც ყველაფერი ნამდვილია.
ავტორი/ ელისო ფიჩხაია/
Laravel
კომენტარი
0