შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

აყვავებულა არაგვზე დეკა

აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მიცურავს მთა-მთა.
სევდა მასწავლეს, ფშავლის ასულო,
ე,მაგ თაფლისფერ თვალთა.

ციხეგორობას სტუმრად მოგივალ,
არ მაკოცება, ნეტა?
შენთან ალერსი მწადიან, ქალო,
ყოფნა მწადიან შენთან.

ამ ქარაფებს და კლდოვან ბილიკებს,
რაისად სთელავ კენტად.
მოდი, ვიქნები შენი წაწალი,
მთები დავლახოთ ერთად.

და თუ შენს გამო, ფშავლის ასულო,
შენ ძმათ შემაჭრეს ხმალზე, -
ნეტა, მანახა, როგორ მიტირებ,
გლოვის სევდიან ხმაზე.

ელგუჯა უძილაური
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →