ჩანაწერი
Laravel
აღარ თოვს კარგო
აღარ თოვს კარგო, გასულა რა დრო,
მზე ალუბლებში გვიხმობს აპრილთან
ზამთარი, როგორც თეთრი სიზმარი,
შემოიღამებს ზეცის ნაპირთან.
ეს ღამეც შენზე ფიქრში გადივლის,
ქალწულის ცრემლით ცა ატირდება,
გული ლოდინის წუთებს დაითვლის,
სანამ არ მოხვალ, არ დამშვიდდება.
არ ვიცი კიდევ რამდენი ღამე
უძილოდ უნდა გამათევინო,
დაბრუნდი კარგო, გთხოვ სიყვარულზე,
არ არსებობსო არ მათქმევინო.
არ მათქმევინო, - აღარ მიყვარხარ,
შენზე ფიქრს უნდა გადავეჩვიო,
აპრილის თვეში, ყვავილის ფერში,
ღამეულ სიზმრად აღარ მეწვიო.
აღარ თოვს, კარგო, გასულა რა დრო,
მზე ალუბლებში გვიხმობს აპრილთან,
ზამთარი, როგორც თეთრი სიზმარი,
შემოიღამებს ზეცის ნაპირთან.
ელგუჯა უძილაური
მზე ალუბლებში გვიხმობს აპრილთან
ზამთარი, როგორც თეთრი სიზმარი,
შემოიღამებს ზეცის ნაპირთან.
ეს ღამეც შენზე ფიქრში გადივლის,
ქალწულის ცრემლით ცა ატირდება,
გული ლოდინის წუთებს დაითვლის,
სანამ არ მოხვალ, არ დამშვიდდება.
არ ვიცი კიდევ რამდენი ღამე
უძილოდ უნდა გამათევინო,
დაბრუნდი კარგო, გთხოვ სიყვარულზე,
არ არსებობსო არ მათქმევინო.
არ მათქმევინო, - აღარ მიყვარხარ,
შენზე ფიქრს უნდა გადავეჩვიო,
აპრილის თვეში, ყვავილის ფერში,
ღამეულ სიზმრად აღარ მეწვიო.
აღარ თოვს, კარგო, გასულა რა დრო,
მზე ალუბლებში გვიხმობს აპრილთან,
ზამთარი, როგორც თეთრი სიზმარი,
შემოიღამებს ზეცის ნაპირთან.
ელგუჯა უძილაური
Laravel
კომენტარი
0