შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

***გული დაიყო...

***
გული დაიყო ლექსის ბწკარებად,
შენ კი სადა ხარ, ჩემო ნიბლია,
გადაკარგულო თვალთახედვიდან,
უშენოდ ყოფნა არ შემიძლია.

ამ წუთისოფლის ავმა ქარებმა
ყრმობის დღეები მოითარეშეს,
ჩემი ოცნების ციხე-კოშკები
დააქციეს და მოინარეკლეს.

დღეს იმ წარსულზე, ჩემო ნიბლია,
შენთვის სიმღერა მინდა დავწერო,
იმ წარსულივით ნაზი და წმინდა,
გულში ჩაგიკრა და მოგეფერო.

ელგუჯა უძილაური
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →