შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

არ დავლევ

არ მითხრა, დავლიოთ,
დღეს მაინც არ დავლევ,
მე ღვინით ვერ წავშლი
იმ დღეთა ნაკვალევს,
როდესაც ის ქალი
მე ღმერთად ვიწამე
და მთელი ცხოვრება
მის გამო ვეწამე.
არ დავლევ, თუ სუფრას
ქალი არ ამშვენებს,
ნაღვინარ თვალებით
გრძნობას რომ ახელებს.
ადგება, ირწევა,
ვით ქარში თოლია,
მე მაშინ ქალისთვის
ვგიჟდები, მგონია.

ელგუჯა უძილაური
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →