ჩანაწერი
Laravel
თოლია
ჩემო გიშრისთვალება,
ჩემო თეთრო თოლია,
ზღვათა უსასრულობამ
საით გაგიყოლია?
მოლოდინით გავყურებ
უსასრულო სიშორეს,
სევდა უშენობისა
ვერაფრით მოვიშორე.
ტალღებს მოჰყვნენ შორიდან
მაწანწალა ღრუბლები,
ხომ არ გინახიათო, -
შენზე ვესაუბრები.
„აღარ მოვა არასდროს“, —
ჩურჩულებენ მოწყენით, —
„ვეღარაფერს უშველი
ცრემლით, ზღვათა ოდენით“.
ასე დავრჩი, ეულად,
შენს ლოდინში, თოლია,
მთებზე უკვე მოთოვა,
თმაშიც თეთრი თოვლია.
ელგუჯა უძილაური
ჩემო თეთრო თოლია,
ზღვათა უსასრულობამ
საით გაგიყოლია?
მოლოდინით გავყურებ
უსასრულო სიშორეს,
სევდა უშენობისა
ვერაფრით მოვიშორე.
ტალღებს მოჰყვნენ შორიდან
მაწანწალა ღრუბლები,
ხომ არ გინახიათო, -
შენზე ვესაუბრები.
„აღარ მოვა არასდროს“, —
ჩურჩულებენ მოწყენით, —
„ვეღარაფერს უშველი
ცრემლით, ზღვათა ოდენით“.
ასე დავრჩი, ეულად,
შენს ლოდინში, თოლია,
მთებზე უკვე მოთოვა,
თმაშიც თეთრი თოვლია.
ელგუჯა უძილაური
Laravel
კომენტარი
0