შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

🇺🇦🇬🇪

ადამიანი არც მეტი არც ნაკლები უბრალო უნდა იყო.


მახსოვს პატარა ვიყავი,2008 წელი იყო.
ოთახიდან-ოთახში,როგორ დარბოდა დედაჩემი და ნერვიულობდა იმაზე თუ რა უნდა გვექნა.თითოეულ ნაბიჯს მერყევად და კანკალით დგამდა.ბოლოს კი გადავწყვიტეთ თავი სოფელში შეგვეფარებინა.დავიძარით... მშვიდობით ჩავაღწიეთ... პატარაობიდან შიში,ბოროტება,სევდა, პრიორიტეტები მესმის საზოგადოებისგან.იმ საზოგადოებისგან,რომელშიაც მე გავზიარდე.პატარაობიდან დღემდე სულ ადამიანურ ნაპერწკალზე ვფიქრობ,რომელიც ზოგიერთს დროთაგანმავლობაში უქრება.
მოკლედ,
როდესაც შენი ქალაქის სათავეში მოდიხარ არ მესმის ფულზე,როგორ უნდა იყიდებოდე. ადამიანს აქვს იმის უნარი, რომ აღიქვას თითოეული გრძნობა და სხვისი ტკივილი შენც გაიზიარო.ადამინურობა უნდა გაგაჩნდეს იმისთვის,რომ შენს ქალაქს(მეგობრებს) გვერდით მედგრად დაუდგე.
ჩემი სუბიექტური აზრით,როდესაც სახელი გაქვს საზოგადოებაში შენს ავტორიტეტს შენივე ადამიანობით უნდა მოუფრთხილდე. ბოროტად არ უნდა გამოიყენო და არ უნდა დაგაბრმავოს ახალმა გარემომ(კარგმა ვითარებამ).
დედამიწაზე ყოველთვის იარსებებს საწინააღმდეგო,როგორიცაა:კეთილი და ბოროტი, ჯოჯოხეთი და სამოთხე, სიკვდილი და სიცოცხლე... ამ ხნის განმავლობაში ისეთ გარემოში მოვხვდი სულ სადაც ადამიანურ თვისებებს უფრო აფასებენ ვიდრე შენს შესაძლებლობებს.გამოგძერწავენ ისეთს ,როგორიც საჭიროა ოღონდ ადამიანი იყავი და არა ეშმაკი.რატომღაც ისეა მოწყობილი ეს სამყარო,რომ სულ ბოროტება იმარჯვებს...
თუმცა იცით რისი მჯერაა,ერთხელ დადგება დღე,როდესაც სამართალი იზეიმებს და სიკეთე გაიმარჯვებს.

ისეთ სამყაროში გვეცხოვროს,სადაც აშენებულს არ დავანგრევთ და ეშმაკს არ გავახარებთ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →