შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

🥀

ვიღაც მოდის მამაჩემთან მოკრძალებით,თუმცა არა მორიდებით...
-სალამი,მეგობარო.
-დიდებული სალამი.
-თქვენი “შვილი” შეყვარებულია არა?!
-ჰჰჰ,არა,მწერალია.
თქვა ამაყად მამაჩემმა,ღიმილით...
და შენ ადამიანო,იმდენად მოინუსხე,რომ ჩემს სიყვარულს წერითაც ვერ აუდიხარ ხო?
მე ფურცლის ნაგლეჯით გადმოგცემ სიყვარულს,რომელიც მთელ სამყაროს იტევს.
“მე შენ მიყვარხარ” და ეს იმას არ ნიშნავს,რომ პარტნიორი უკვე გვერდით მყავს,პირიქით,მე მარტო ვარ ადამიანო და შენ მაინც მიყვარხარ ,სადღაც იქ,შორს,რომ ხარ და იმალები.-ჰმ,რა გენაღვლება ჭიქა ფინჯანს არხეინაად მიირთმევ და რა ვიცი მე, ან თუნდაც შენ,რომ ჩემზე არ გეფიქრება...
ამის მერმეც განიხილავენ,სიტყვას არ მაპატიებენ,მივლენ მამაჩემთან მოხსენებით,ცნობილი ფრაზით რომ მე “ყურებამდე შეყვარებული ვარ”,ჰაჰ,ესეც არ ეყოფათ და გაიქცევიან დედაჩემთან,რომელსაც უნდათ სიტყვა დასტყუონ,თუმცა რაღა დარჩა ჩემებს დასამალი,განა სიმართლეს არ ქადაგებენ?!
გაგიჟდება ადამიანი სხვისი დაინტერესებით...
და მაინც,მე ახლა ვღიღინებ •Tom waits-I want you•,შენ ზიხარ და მნატრობ,როგორც არასდროს.(სიტყვებიც იტყუებიან უკვე,თავადაც...)
ჰო,ახლა მამაჩემსაც შეიყვანენ ეჭვებში,მოვა კითხვით ჩემთან:”შვილო პირადში რა ხდება”,ხალხი გიჟად ჩამთვლის,განმიკითხავენ ჩემი უსაშველო სიყვარულის გამო,მაგრამ არის ერთი რამ,რასაც მე,არც დედა და არც მამა არ მომაწერს “სიგიჟე”, და შენ ადამიანო,იქნებ მე მათი სიყვარული მალაპარაკებს ან თუნდაც შენი,მიუხედავად იმისა,რომ განმსჯი...
...
ამ წამს,სავარჯელში,ჭიქა ღვინით,სადღეგრძელოს შევსვამ-ფიქრით შენზე...
იქნებ,ოდესმე,სადღაც გადავეყაროთ ერთმანეთს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →