შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

რეზის საახალწლო ლექსი

რეზიმ მორთულ ნაძვის ხეზე
ნათურები აანთო,
მერე ბებოს საახალწლო
სურვილებიც გაანდო:

„თოვლის პაპა ახალ წელს
საჩუქრებს რომ მომიტანს,
ამოვარჩევ ჩურჩხელებს,
კანფეტებს და გოზინაყს.

ჩავალაგებ ხურჯინში,
არც არავის დავუცდი,
წითელ სპაიდერმენში
სანტა კლაუსსს გავუცვლი“.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →