შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ჩხუბისთავები

წაეჩხუბნენ ერთმანეთს
ფისუნა და მურიკა,
ფისუნია შეახტა
უზარმაზარ ურიკას.

დაედევნა მურია
ფისუნია ყურცქვიტას,
უთხრა - ახლა გაგიტეხ
მაგ საძაგელ ურიკას.

ძირს ჩამოდი, სულელო,
ფისუნია, ყურცბქვიტა!
თორემ თუ არ გაგლახო, -
არ ვყოფილვარ მურიკა.

ურიკიდან ფისუნა
დასცინოდა მურიკას,
იცოდა, რომ საბრალო
ვერ გატეხდა ურიკას...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →