ჩანაწერი
Laravel
ხუთი წლის ვარ...
რეზი გახდა ხუთი წლის და
ოთხის ვარო, გვიმტკიცებს,
გაჯიუტდა, არ გვიჯერებს,
დედასაც კი იფიცებს.
- ტყუილზე რომ იფიცები,
არ გრცხვენია, რეზიკო? -
ეს ანდრია გაუბრაზდა,
ცოდოაო, დედიკო.
- კარგი, მაშინ ხუთისა ვარ...
დაუჯერა უფროს ძმას,
უკვე აღარ ჭირვეულობს,
როცა, ვინმე ულოცავს.
საღამოს კი გაგვიცხადა,
- ხუთი წლის ვარ,მართლაო,
არც ტყუილზე დავიფიცებ,
ჩემს დედიკოს ახლაო.
ოთხის ვარო, გვიმტკიცებს,
გაჯიუტდა, არ გვიჯერებს,
დედასაც კი იფიცებს.
- ტყუილზე რომ იფიცები,
არ გრცხვენია, რეზიკო? -
ეს ანდრია გაუბრაზდა,
ცოდოაო, დედიკო.
- კარგი, მაშინ ხუთისა ვარ...
დაუჯერა უფროს ძმას,
უკვე აღარ ჭირვეულობს,
როცა, ვინმე ულოცავს.
საღამოს კი გაგვიცხადა,
- ხუთი წლის ვარ,მართლაო,
არც ტყუილზე დავიფიცებ,
ჩემს დედიკოს ახლაო.
Laravel
კომენტარი
0