შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ექიმი უნდა გავხდეო

ჯუნა დაარქვა თოჯინას,
მთელი დღე მასაჟს უკეთებს,
ექიმი უნდა გავხდეო,
ბებოს რას ეტყვის უკეთესს.

ჯერ დააძინა, მერე კი
ისევ დაიწყო თავიდან...
თოჯინის ამდენ წვალებას
ვეღარ გაუძლო მამიდამ:

- ჯუნა ცოდოა, ეყოფა,
ნუ გაუწყალე გულიო...
ანამ იწყინა შენიშვნა:
- ვერ ხედავთ?
ჩემს შვილს ვუვლიო!..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →