შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ნია და ზამთარი

დღეს დედოფალი იქნება,
ხვალ ალბათ - მასწავლებელი.
მსახიობია ნიაკო,
ხანდახან კიდევ - მოდელი.

ლექსებიც ძლიერ უყვარს და
მომღერლობაზეც ოცნებობს,
ცეკვავს ქართული კაბით და
ხატვაზეც დაჰყავს დიდ ბებოს.

ისეთი პრანჭიკელაა,
პრინცესის როლიც მოირგო,
საკარნავალო გვირგვინი
იაიებით მოირთო.

გოგონას თმაში ენძელებს
თავს დასტრიალებს პეპელა,
ნიას შემყურე ზამთარი
მიიპარება ნელ-ნელა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →