ჩანაწერი
Laravel
ნიას სიმღერა
ნია ხატავს პრინცესას,
მზეთუნახავს, ფრთებიანს,
თმაში უწნავს სიმღერით
ყაყაჩოს, ხალებიანს.
სად იყო და სად არა,
გაჩნდა ჭიამაია,
ყაყაჩოზე დასკუპდა,
გაიხარა ძალიან.
ამღერებულ გოგონას
ფრთები გამოუჩინა,
ცაში შეჰკრა კამარა,
იფრინა და იფრინა.
ისე, როგორც ზღაპარში,
აფარფატდა პრინცესაც,
ოქროს ქოში ჩაიცვა,
მთელი ღამე იცეკვა.
მზეთუნახავს, ფრთებიანს,
თმაში უწნავს სიმღერით
ყაყაჩოს, ხალებიანს.
სად იყო და სად არა,
გაჩნდა ჭიამაია,
ყაყაჩოზე დასკუპდა,
გაიხარა ძალიან.
ამღერებულ გოგონას
ფრთები გამოუჩინა,
ცაში შეჰკრა კამარა,
იფრინა და იფრინა.
ისე, როგორც ზღაპარში,
აფარფატდა პრინცესაც,
ოქროს ქოში ჩაიცვა,
მთელი ღამე იცეკვა.
Laravel
კომენტარი
0