შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

აპრილში თოვა

რომ დასრულდება აპრილში თოვა,
მე მაშინ მოვალ...
რომ წაიღებენ დღეებს ქარები
გადაჰყვებიან ხეები გლოვას
ტოტებს ეცმევათ შავი სამოსი,
ტოტებს გადახრილთ სიმწუხარეში

ყველაზე მეტჯერ სამშობლოს მოვკლავთ...

ყველაზე მეტჯერ სამშობლო მომკლავს

მე კი მოვკვდები, ბევრჯერ მოვკვდები,
თუ დაგჭირდები უთუოდ მოვალ,

შენი უმანკო სულის გულისთვის,
შენს ბნელ ცოდვებსაც დავიბრალებდი

შენს ტკივილებსაც შევიხორცებდი
შევიყვარებდი შენს სიმარტოვეს
ოღონდ, შველოდეს რამე ტკივილებს
მოკვეთილ ხელებს შველოდეს რამე...

რომ წაიღებენ დღეებს ქარები
გადაჰყვებიან ხეები გლოვას
რომ დასრულდება აპრილში თოვა,
მე მაშინ მოვალ
...

ე.მარღია
Laravel

კომენტარი

2
ნიკა კუკავა
ნიკა კუკავა ჯერ არშემდგარი მწერალი დონე 1 · ახალბედა 2 თვის წინ
,,აპრილში წესით არ უნდა თოვდეს,
მაგრამ სევდამ და დარდმა დაგვთოვა."
ელენე მარღია
ვინ იცის იქნებ კიდევ ბევრი მნიშვნელობა ქონდეს ,,აპრილში თოვას"😏 :;)
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →