ჩანაწერი
Laravel
დამაჯერე
მომიყევი დარდით გავსილ ღამეებზე
უძინარი ტკივილების გარიჟრაჟზე
მომიყევი სხვა სამყაროს დასაწყისზე
ჩვენს ფანჯრიდან ფიფქებივით მოელვარე.
და მიამბე უანგარო სიყვარულზე
რომ მიმღერეო ისე, როგორც არავისთან
ძველებურად არაფრისთვის შემიყვარე
და მიამბე არარსებულ სიყვარულზე.
წვიმიანი ამინდივით შემიფარე
ჩემს წასვლასაც უდარდელად ნუ უყურებ
მოურჩენელ ჭრილობებზე მიმკურნალე
შემიბრალე, შემიბრალე.
დამიწერე, ბოლო ლექსი დამიწერე
ცის გადაღმა შენს უფალზე მესაუბრე
დამიხატე, მხატვარივით დამიხატე
შენი ფერის მოგონება გამიცოცხლე.
მაპატიე, წასვლისათვის მაპატიე
ჩემს სიტყვებსაც შენებურად ეტირება
დამაჯერე სიყვარულის არსებობა
მომეხვიე, მომეხვიე.
მომიყევი დარდით გავსილ ღამეებზე
უძინარი ტკივილების გარიჟრაჟზე
მომიყევი სხვა სამყაროს დასაწყისზე
დამაჯერე, დამაჯერე...
ე.მარღია
უძინარი ტკივილების გარიჟრაჟზე
მომიყევი სხვა სამყაროს დასაწყისზე
ჩვენს ფანჯრიდან ფიფქებივით მოელვარე.
და მიამბე უანგარო სიყვარულზე
რომ მიმღერეო ისე, როგორც არავისთან
ძველებურად არაფრისთვის შემიყვარე
და მიამბე არარსებულ სიყვარულზე.
წვიმიანი ამინდივით შემიფარე
ჩემს წასვლასაც უდარდელად ნუ უყურებ
მოურჩენელ ჭრილობებზე მიმკურნალე
შემიბრალე, შემიბრალე.
დამიწერე, ბოლო ლექსი დამიწერე
ცის გადაღმა შენს უფალზე მესაუბრე
დამიხატე, მხატვარივით დამიხატე
შენი ფერის მოგონება გამიცოცხლე.
მაპატიე, წასვლისათვის მაპატიე
ჩემს სიტყვებსაც შენებურად ეტირება
დამაჯერე სიყვარულის არსებობა
მომეხვიე, მომეხვიე.
მომიყევი დარდით გავსილ ღამეებზე
უძინარი ტკივილების გარიჟრაჟზე
მომიყევი სხვა სამყაროს დასაწყისზე
დამაჯერე, დამაჯერე...
ე.მარღია
Laravel
კომენტარი
0