შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

უშენობა

ცვივა ფოთლები
მე და შენ ვცეკვავთ
წვიმაა გარეთ უშენოდ ცივა
ეს უშენობა სევდით აღსავსე
დარდივით მოაქვს დაბერილ ქარებს

და გამალებით უკრავს როიალს
ჩემი სხეული , ცივი ხელები
აზრი დაკარგა დღეებმა, ღამემ
არ წარმოვადგენ ახლა არაფერს...

დავტოვებ ღია ჩამტვრეულ ფანჯრებს
დაე სიცივემ სულში გასტანოს
და ამ ცხოვრების გაჭიმულ ძაფზე
ასე უბრალოდ თავს ჩამოვიხრჩობ...

დიახ ძვირფასო, ყველაზე მეტად
როცა ნოემბერს მოაქვს ტკივილი
მატარებელის ვაგონებს მიაქვს
ჩვენი ცხოვრება და სიყვარული

ცვივა ფოთლები
მე და შენ ვცეკვავთ
გაუსაძლისად ყვირის ტკივილი
ახლაც არ ვიცი შენს უშენობას
როგორ გავუძლო?

როგორ გადავრჩე?
...

ე.მარღია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →