ჩანაწერი
Laravel
სულში ხეტიალი
მე კვლავ ვინახავ სიგარეტის ცარიელ კოლოფს
თენდება დილა უშენო და არაფრის მთქმელი
გადავეჩვიეთ პოეტები ლექსების წერას,
სულში ხეტიალს.
გადავეჩვიეთ პოეზიას, კიბის ქვეშ წოლას
და ვეგუებით უძიროს სევდას,
ტკივილებს და ახლა სიკვდილი ვეღარ ეტევა სამყაროში
დღითი დღე კვდება
ვერც ღამე იტევს ადამიანს, ცოდვის სიმძიმით
ვინ თქვა, რომ იშვა?! მთვარე-
ასე ჩუმი
ასე წყნარი,
გამაყრუებლად ასე შავი
ღამე უკუნი!
,,სიორანივით"
დატანჯული უიმედობით
იმედი გვქონდეს,
ვიოცნებოთ,
მარგამ ვინ იცის,
მოვა კი განა?
რაც გვინდოდა,
რასაც ველოდით...
მე კვლავ ვინახავ სიგარეტის ცარიელ კოლოფს
გათენდა დილა უშენო და არაფრის მთქმელი
გადავეჩვიეთ პოეტები ლექსების წერას
სულში ხეტიალს...
ე.მარღია
თენდება დილა უშენო და არაფრის მთქმელი
გადავეჩვიეთ პოეტები ლექსების წერას,
სულში ხეტიალს.
გადავეჩვიეთ პოეზიას, კიბის ქვეშ წოლას
და ვეგუებით უძიროს სევდას,
ტკივილებს და ახლა სიკვდილი ვეღარ ეტევა სამყაროში
დღითი დღე კვდება
ვერც ღამე იტევს ადამიანს, ცოდვის სიმძიმით
ვინ თქვა, რომ იშვა?! მთვარე-
ასე ჩუმი
ასე წყნარი,
გამაყრუებლად ასე შავი
ღამე უკუნი!
,,სიორანივით"
დატანჯული უიმედობით
იმედი გვქონდეს,
ვიოცნებოთ,
მარგამ ვინ იცის,
მოვა კი განა?
რაც გვინდოდა,
რასაც ველოდით...
მე კვლავ ვინახავ სიგარეტის ცარიელ კოლოფს
გათენდა დილა უშენო და არაფრის მთქმელი
გადავეჩვიეთ პოეტები ლექსების წერას
სულში ხეტიალს...
ე.მარღია
Laravel
კომენტარი
0