შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

აღსარება

სიკვდილი ბევრად მარტივია
ვიდრე იცხოვრო
და ამიტომაც ვისვებით განცდით
რაოდენ დიდი შეცდომაა გავლილი წამი
ვერ დავიჯერებ! ტკივილებს გავლით
გახდე ,,ადამი"...
და გვეშნია ამიტომ წასვლის,
დაცემის,
კრახის,
მონანიების...
ვერ ვაღიარეთ, რომ გავხდით ავი!
ბოროტი,
ძუნწი,
ორპირი,
ხარბი
ადამიანი
თავისი სახით
იუდას ვნებით
ურწმუნოს ხატით
დავიარებით
და დაგვაქვს ჯვარი
მხრებით,
ხელებით,
სხეულით,
განცდით
რომ
სიკვდილი ბევრად მარტივია, ვიდრე იცხოვრო...
და მეც ამიტომ:
ყვავილებს ფესვზე დავუსხი წყალი,
ჭაინჭველებთან გავხდი ფუტკარი,
ჩემი შვილის მკვლელს შევუნდე ცოდვა...
ატანა ტანჯვის,
ძნელია
გაუსაძლისად
წუხილის,
დარდის,
და ტკივილების ხმალივით ბასრის
ამ ტკივილების, რომელთა ღვაწლით
ადამიანი არის ცოცხალი...

ე.მარღია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →