ჩანაწერი
Laravel
საქართველოს
მზის ამოსვლამდე ჯერაც შორია,
ზეცა უჭირავთ წვიმებს მაჯებით
და საქართველოვ შენს გულზე ფერხულს,
თითქოს ცეკვავენ კვლავ ალქაჯები.
"მონათ" ბაზარზე ხარჭა ქალივით,
გროშად მიგყიდეს გენით შორეულს
და იავნანას ხმაზე დღეს მზეც კი,
ტირის, ვერ გუობს უცხოტომეულს.
მარტმა თებერვლის ყინვის ნარჩენი,
თვალზე დაგკიდა ვით მარგალიტი
და მოთმინების ასწლოვან ტოტზე,
ამოგეზარდა თითქოს და კვირტი.
გაზაფხულს ასდის იის სურნელი,
ვით საკმეველი ქართული მიწის
და დღეს სანთელი ჩაუქრობელი
კვლავ გაბრწყინების სათხოვრით იწვის.
.......................................................................
მესიზმრა თითქოს სამშობლოს სუნი
სიზმრად მოჰქონდა ქარს მიმოზებით
და შავი ზღვიდან სამაჩაბლომდე
პირჯვარს სახავდნენ ანგელოზები.
ეკატერინე ზურაშვილი
ზეცა უჭირავთ წვიმებს მაჯებით
და საქართველოვ შენს გულზე ფერხულს,
თითქოს ცეკვავენ კვლავ ალქაჯები.
"მონათ" ბაზარზე ხარჭა ქალივით,
გროშად მიგყიდეს გენით შორეულს
და იავნანას ხმაზე დღეს მზეც კი,
ტირის, ვერ გუობს უცხოტომეულს.
მარტმა თებერვლის ყინვის ნარჩენი,
თვალზე დაგკიდა ვით მარგალიტი
და მოთმინების ასწლოვან ტოტზე,
ამოგეზარდა თითქოს და კვირტი.
გაზაფხულს ასდის იის სურნელი,
ვით საკმეველი ქართული მიწის
და დღეს სანთელი ჩაუქრობელი
კვლავ გაბრწყინების სათხოვრით იწვის.
.......................................................................
მესიზმრა თითქოს სამშობლოს სუნი
სიზმრად მოჰქონდა ქარს მიმოზებით
და შავი ზღვიდან სამაჩაბლომდე
პირჯვარს სახავდნენ ანგელოზები.
ეკატერინე ზურაშვილი
Laravel
კომენტარი
0