შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მტკივნეული განᲨორება

დღეს საღამოა ნოემბრის,
და მტკივნეულად გაწვიმდა სულში.
გადაიღალა ფიქრები თქვენზე
და დაიღალა გული გოდებით.
ხილვა სწადიათ გადაღლილ თვალებს,
და მოენატრეთ როგორც არასდროს.
მთებიც ტირიან გარდაცვალებას,
ვეღარც მე გნახავთ ალბათ ვერასდროს.
მტკივნეულია ეს განშორება.
წამს, წუთი მისდევს აუღელვებლად,
მარადისობად გადაქცეულა,
მიიზლაზნება დაუსრულებლად.
ისე წახვედით ისე დამტოვეთ...
გულიც ვერ უძლებს ამდენ გოდებას,
გულიც წაიღეთ და მიმატოვეთ.
ჩემში დარჩებით ლამაზ ოცნებად...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →