შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სულის ძახილი

სიბნელეში გახვეულა სული,
ისევ მებრძვის მარტოობა მუდამ,
ვეღარ უძლებს ამ ჭრილობებს გული
სინანული მოერია უცბათ.
წარუშლელი მონატრება ირგვლივ,
ისმის ძახილი, სულისა ოხვრა.
განვლილი დღის ტკივილი მე მესმის,
სული განაგრძობს მუხლებზე ხოხვას.
გაილია ეს საღამო მშვიდი.
თუმც ჩემს სულში ავდარია დიდი.
მახსოვს შენი სურნელება დედი.
რა ტკბილია სიყვარული შენი.


ჩემს მაიკოს😇😇💜💝
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →