შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დედი💫

გარინდებულა მწუხარედ დღენი,
და უშენობის ვითვლი საათებს,
რა ტკბილ ყოფილხარ შენ ჩემო დედი
ნეტავ ვინ გითბობს გაყინულ ხელებს.
ყველა ცოცხალში შენ ერთს დაგეძებ,
მაგრამ ვერ ვპოვე შენი სადარი
მე ყველა გვამშიც შენ ერთს გაცოცხლებ,
ჩემთან ავდარია, შენთან კი დარი..
გარინდებულა ეს დღე მწუხარედ,
შენ დაიბადე იმედად ჩემი
გარინდებულა დღენი უმალვე,
რა ტკბილ ყოფილხარ შენ ჩემო დედი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →