შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

კითხულობს გუგა ვაშაკიძე

***
თეთრ ფურცელს ვყავარ მესაიდუმლედ თავის გულისთქმად,
რადგან ვიცოდე რომ მის სათქმელს სევდის ფერი აქვს,
რომ მის სიცოცხლეს სილამაზე დაუფლებია,
მაგრამ გამხელილ საიდუმლოს ცრემლიც სდენია;
და რომ ამ ქვეყნად ცოდვიანი გზებიც ბევრია,
ხან ჯოჯოხეთი სამოთხედაც მოგვლანდებია,
ხან ამ ცხოვრებას უგუნური ჯოჯოს ფრთები აქვს,
ხან გარდასულ დროს წარუშლელი თავის წესი აქვს,
რადგან გულისთქმებს აღსარებაც მონატრებიათ,
გზაგასაყართან საყდრის კარიც დაგვსიზმრებია,
როცა სიცოცხლეს სილამაზე დაუფლებია,
მაშინ ფარული ოცნებებიც აუხდენია;
და ცხოვრებაში სულიც შვებით დაგვმშვიდებია,
ბედს: - სიმახინჯეს ბრწყინვალება აურჩევია.

/ ეკა გაბისიანი /
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →