შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

* * *

ეკა ჭითავა 4 წლის წინ
უკვე არ ყვირის ჩემი ხელები,
ჩემი სიგიჟის პანტომიმები,
ფარისეველი მომლოცველები
ფარისევლური გამოტირებით.

სიჩუმის უკან დგება ხმაური,
ზურგისმწველი და მტერზე საშიში
მწარედ ნათმენი არვის გაუვლის,
სახეზე რჩება,თვალებს აშიშვლებს.

უკვე არ ყვირის ჩემი ხელები,
მაგრამ დუმილის მერე თრთოლავენ
ფარისეველებს ასე ვერევით
ფარისევლურად როცა მლოცავენ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →