შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ბუკნაჭო

უბუმბულო და უკლანჭო,
ტირის და ტირის ბუკნაჭო.

თუმც დროდადრო ისვენებს
და იწყებს ტირილს თავიდან.
მთლად გაებერა ისედაც
გოგრის ოდენა თავი და

ცრემლების ფრქვევით აჰყურებს
მთვარეს ღრუბლებში განაბულს.
დედა ბუ სახეს იხოკავს,
თავს ტოტებს ახლის მამა ბუ:

თუ ვინმემ გული გატკინა,
ჩქარა მითხარი ვინ იყო.
რა გჭირს, რა ბზიკმა გიკბინა,
რა მოგივიდა შვილიკო?

უბუმბულო და უკლანჭო,
სლუკუნით ამბობს ბუკნაჭო:

-ის საზიზღარი ღამურა
ვერ მოვიშორე ვერაფრით.
როცა მარტო ვარ, მოდის და
თავგასიებულს მეძახის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →